მონაცემთა ანალიტიკა + Python
გინდა დაიწყო კარიერა მონაცემთა ანალიტიკაში და მონაცემთა მეცნიერებაში?
ეს არის შენი იდეალური შესაძლებლობა — კურსი, რომელიც გასწავლის საფუძვლებს ნულიდან და მოგამზადებს სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის.
ხანგრძლივობა
3 თვე
მიმართულება
მონაცემთა ანალიტიკა + Python
დაწყების თარიღი
10 ივნისი, 2025
კურსის შესახებ
მხოლოდ 2 თვეში:
ისწავლი Python-ით პროგრამირების საწყისებს აბსოლუტური ნულიდან — არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება
შეისწავლი მათემატიკის აუცილებელ საფუძვლებს მონაცემთა ანალიტიკისთვის: ალბათობა, სტატისტიკა, A/B testing, მონაცემთა ვიზუალიზაცია, ასევე კალკულუსის საწყისებს მონაცემთა მეცნიერებისთვის.
გაეცნობი მონაცემთა ანალიტიკის ძირითად კონცეფციებს და იმუშავებ რეალურ მონაცემებთან
შეასრულებ პრაქტიკულ დავალებებს — მონაცემების გამოყენებით გადაჭრი რეალურ ბიზნეს პრობლემებს
მესამე თვე:
იმუშავებ რეალურ პროექტზე:
მონაცემთა ანალიზი ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად
მომხმარებლის ქცევის ანალიზი
გაყიდვების პროგნოზირება
მონაცემთა ვიზუალიზაციის პროექტების აგება (Power BI ან Plotly გამოყენებით)
კურსის ბოლოს გექნება:
მყარი ცოდნა Python-ის საწყისებზე.
მონაცემთა ანალიტიკის არსის საფუძვლიანი გაგება.
შენი პირველი პორტფოლიო პროექტი, რომელიც განასახიერებს შენს უნარს რეალური პრობლემის გადაჭრისთვის.
ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მათთვის, ვისაც სურს შემდგომში ისწავლოს მონაცემთა მეცნიერება, მანქანური სწავლება და ზოგადად AI!